ახალი ამბები

ღარიბაშვილი ალასანიაზე: საიდულო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე

26 მარტი, 2015 • • 1125
ღარიბაშვილი ალასანიაზე: საიდულო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე

“არ ვაპირებდი ალასანიას კომენტირებას, რადგან ბატონმა მინდიამ გასცა უკვე პასუხი. ზოგადად, მსგავსი საკითხის პოლიტიზება და ასეთი თემებით სპეკულირება არის საკმაოდ უზნეო საქმე. ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი და საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ალასანიას განცხადებას ასევე უსაფუძვლო და არარეალური უწოდა მინდია ჯანელიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 26 მარტს თბილისში, სასტუმროში “ჰოლიდეი ინ” საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრესკონფერენციას მართავს.


მასალების გადაბეჭდვის წესი