ახალი ამბები

გივი თარგამაძე პროკურატურამ მოწმის სახით დაიბარა

26 მარტი, 2015 • • 905
გივი თარგამაძე პროკურატურამ მოწმის სახით დაიბარა

“ბატონებო, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ვნახეთ, მე ოთხმაგი დაცვა მაქვს და უწყების მინაწერიცა და გამომძიებლის გაფრთხილებაც არ მანაღვლებს, აუცილებლად გამოვცხადდები ხვალ, ვინაიდან თავს ვალდებულად ვთვლი, დავიცვა დღესაც ხალხის სამსახურში მდგომი პოლიციელი რუსლან ბაზიაშვილი, ასევე, კატეგორიულად მოვითხოვო პროკურატურისგან, შეწყვიტონ პოლიციელების, სპეცრაზმელების, კონტრდაზვერვის, თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელ პატრიოტთა დევნა და აღძრან სისხლის სამართლის საქმეები იმ მრავალჯერად დანაშაულებზე, რომლებშიც პოლიციისა და ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ქურდულ სამყაროსთან ალიანსში მონაწილეობენ და რომლებზეც მე მზად ვარ მივაწოდო მათ ინფორმაცია”,- წერს გივი თარგამაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

 

შსს-მ 19 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დადგინდა  იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურეობრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმავე დღეს მიმართა პროკურატურას და შსს-ს,  გამოძიონ დეპუტატ გივი თარგამაძისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელ რუსლან ბაზიაშვილს შორის თანამშრომლობის საქმე, რისთვისაც შსს-ს გენინსპექციამ ბაზიაშვილი სამსახურიდან დაითხოვა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი