ახალი ამბები

საგნობრივი გამოცდის ჩაბარების სურვილი 17 ათასზე მეტმა მოქმედმა პედაგოგმა გამოთქვა

25 მარტი, 2015 • • 1166
საგნობრივი გამოცდის ჩაბარების სურვილი 17 ათასზე მეტმა მოქმედმა პედაგოგმა გამოთქვა

2015 წელს საგნობრივ გამოცდებს მხოლოდ მოქმედი მასწავლებლები ჩააბარებენ. რეგისტრაცია 10 მარტს, 10:00 საათზე დაიწყო და 25 მარტს, 18:00 საათზე დასრულდა.

 

მოქმედი პედაგოგისათვის რეგისტრაცია უფასო იყო და ელექტრონულად შემდეგ ვებგვერდებზე ხორციელდებოდა: www.naec.ge ან www.online.naec.ge 

 

ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, მოქმედი პედაგოგისათვის სავალდებულო ხდება საგნობრივი გამოცდის ჩაბარება (ამ გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ სერტიფიცირებულ პედაგოგებს).

 

საგნის გამოცდა ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები); მათემატიკა (I-VI კლასები); ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები); ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII კლასები); მათემატიკა (VII-XII კლასები); ისტორია (VII-XII კლასები); გეოგრაფია (VII-XI კლასები); სამოქალაქო განათლება. ფიზიკა (VIII-XI კლასები); ქიმია (VIII-XI კლასები); ბიოლოგია (VIII-XI კლასები). ინგლისური; გერმანული; ფრანგული; რუსული. ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

 

გამოცდების ეროვნული ცენტრი
გამოცდების ეროვნული ცენტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი