ახალი ამბები

ერგნეთში, გამყოფ ხაზთან მცხოვრებთათვის სააღდგომოდ საფლავებზე გასვლის საკითხი განიხილეს

25 მარტი, 2015 • • 1015
ერგნეთში, გამყოფ ხაზთან მცხოვრებთათვის სააღდგომოდ საფლავებზე გასვლის საკითხი განიხილეს

ქართული მხარის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის სააღდგომოდ საფლავებსა და სალოცავებში გასვლის საშუალების მიცემის საკითხი განიხილეს.

 

“მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ცხინვალის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების განთავისუფლების საკითხი დაყენა, ასევე, უგზოუკლოდ დაკარგულების, გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემების მოგვარების, კოშკა-ქერეს მონაკვეთზე არსებულ ვითარებაზე და სხვა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს,”- წერია განცხადებაში, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტის აპარატი ავრცელებს.

 

შეხვედრამ, უწყების ცნობით, მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა.

 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი 54-ე შეხვედრა 29 აპრილს გაიმართება.

 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი