ახალი ამბები

ენმ: 17 ევროპარლამენტარი უგულავას პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებს

25 მარტი, 2015 • • 1004
ენმ: 17 ევროპარლამენტარი უგულავას პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებს

“რიჩარდ ჟარნეცკი (ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, კონსერვატორთა და რეფორმატორთა პოლიტიკური ჯგუფი), ჰეიდი ჰაიტალა (ევროპის პარლამენტის მწვანეთა პოლიტიკური ჯგუფის წევრი, აღმოსავლეთის პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის – ევრონესტის თანათავმჯდომარე), სანდრა კალნიეტე (ევროპის სახალხო პარტიის ერთერთი ლიდერი ევროპის პარლამენტში), ანა გომეში (სოციალისტთა და დემოკრატთა პოლიტიკური ჯგუფი, ცნობილი პორტუგალიელი პოლიტიკოსი) და სხვები მიიჩნევენ, რომ შერჩევითი სამართლის მრავალ შემთხვევას საქართველოში, რაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წუხილი გახდა, ემატება გიგი უგულავასათვის ახალი ბრალის წარდგენის ფაქტი.


ევროპარლამენტართა აზრით, ამის მიზეზი 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის შემდგომი გახანგრძლივება და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებისა და ევროპული სამართლის სტანდარტების იგნორირებაა. წერილის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, ყურად იღოს ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ოფისის ანგარიშში ასახული კრიტიკა სამართლიანი სასამართლოს პირობების დარღვევების გამო და ხაზს უსვამენ, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ ახალი ბრალის წარდგენა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად განიხილება”, – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

17 ევროპარლამენტარის ღია საპროტესტო წერილი საქართველოს მთავრობასთბილისის ყოფილი მერისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობი…

Posted by ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement on Wednesday, March 25, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი