ახალი ამბები

პროექტში “კინო სკოლაში“ მაღალმთიანი და განაპირა რეგიონების სკოლები ჩაერთვებიან

25 მარტი, 2015 • • 1527
პროექტში “კინო სკოლაში“ მაღალმთიანი და განაპირა რეგიონების სკოლები ჩაერთვებიან

“პროექტისთვის კონკურსის შედეგად შეირჩა  40 კინოსპეციალისტი, რომლებიც საგანგებო ტრეინინგის გავლის შემდეგ იმუშავებენ სკოლის მოსწავლეებთან. ნაჩვენები იქნება მსოფლიო და ქართული კინოს შედევრები. ყოველი ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსიები.  ეს არის საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მოზარდებს აზიარებს კინოხელოვნებას, ჩამოუყალიბებს დამოუკიდებლად აზროვნების უნარს, გაუფართოებს თვალსაწიერს და ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას”,- ნათქვამია კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ტრეინინგის ძირითარი თემებია – მოზარდებთან  მუშაობისას ეფექტური კომუნიკაციის  მეთოდები, პრაქტიკული ვარჯიშები დისკუსიის  წარმართვის უნარების განვითარებისთვის, კინოსცენარის წერის თავისებურებები.

 

ტრეინინგს ატარებენ სპეციალისტები: ფსიქოლოგი – ნინო კობალაძე, კინომცოდნე  – ნინო მხიეძე,  რეჟისორი – ლიბერალური განათლების სპეციალისტი (Liberal Arts) – მანანა ანასაშვილი და კინოდრამატურგი – ბესო ოდიშარია.

 

პროექტის მეორე ეტაპის მხარდამჭერი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა.

მასალების გადაბეჭდვის წესი