ეკონომიკა

ხადური “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თანამშრომლებს კვალიფიკაციას უწუნებს

24 მარტი, 2015 • • 1148
ხადური “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თანამშრომლებს კვალიფიკაციას უწუნებს

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო’’ ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, დეფიციტის შესახებ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაასწოროს და საზოგადოებას რამდენიმე დღის განმავლობაში მისი ოთხჯერ შეცვლის მიზეზები განუმარტოს.

 

როგორც ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უწყების ვებგვერდზე ბიუჯეტის დეფიციტის სწორი მაჩვენებელი დევს და სამინისტრო მის შეცვლას არ აპირებს:

 

,,მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლი გუშინ თუ გუშინწინ დაზუსტდა. 80 მილიონი არ იქნა მიმართული და 80 მილიონი საგადასახადო შემოსავალი, რომელიც ბიუჯეტში არ იქნა მიმართული, მიიმართა დაბრუნების ქვეანგარიშზე კანონის შესაბამისად. და მიუხედავად ამისა, ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა. ამიტომ, მე ვფიქრობ, ცოტა მეტი პროფესიონალიზმი რომ გამოიჩინონ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, გააკეთონ განცხადებები, ცუდი არ იქნება. ისე, მე ვთავაზობ ყველა ორგანიზაციას, ვისაც ამის სურვილი აქვს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გაიარონ კვალიფიკაციის ამაღლების კურსები”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

2015 წლის 19 მარტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა მცირე კვლევა, რომელშიც ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის ბიუჯეტის დეფიციტის არასწორად დაანგარიშებასა და 82 მილიონი ლარის დაბრუნების ქვეანგარიშზე გაუმართლებლად განთავსებაში ამხელდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი