ახალი ამბები

კვირიკაშვილის პროგნოზით, შესაძლებელია ზაფხულში ლარი გამყარდეს

24 მარტი, 2015 • • 977
კვირიკაშვილის პროგნოზით, შესაძლებელია ზაფხულში ლარი გამყარდეს

“ლარის გამყარება შესაძლებელია. ზაფხულის პერიოდში ჩვენ ველოდებით უცხოური ვალუტის უფრო დიდ შემოდინებას, ამიტომ ლარის გამყარება შესაძლებელია. შემდგომში უკვე ეროვნული ბანკის განსასაზღვრი იქნება, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევისათვის გაამყარებს ლარს თუ შეიძენს ჭარბ ვალუტას”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს 100 აშშ დოლარის ყიდვისთვის 223 ლარია საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი