ახალი ამბები

კვირიკაშვილი ენმ-ს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

24 მარტი, 2015 • • 824
კვირიკაშვილი ენმ-ს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ენმ-ში აცხადებენ, რომ 2014 წლის 26 აგვისტოს მთავრობის დადგენილებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ გარდაბანში, კაპანახჩში მდებარე 350 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს ,,საქართველოს სათბურის კორპორაციას“, რომლის მფლობელ კომპანიას ბიძინა ივანიშვილის დისშვილი უჩა მამაცაშვილი და თანაინვესტორების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩანაშვილი ფლობენ. 

 

“პირდაპირი მიყიდვების პრაქტიკა და სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. შემიძლია წარმოგიდგინოთ კომპაიების დიდი სია, რომელთაც პირდაპრი შესყიდვით ქონება გადაეცათ. ჩვენ მომსწრე ვართ სპეკულაციისა, რომ რატომ არ დებს ბიძინა ივანიშვილი ინვესტიციებს, რომ გაამყაროს ეროვნული ვალუტა. როცა ჩვენ გადავეცით ეს მიწა 1 ლარად ინვესტორს, 45 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება იყო დაგეგმილი. 100 -ზე ეტი ადამიანი უკვე დასაქმებულია და 10 მილიონზე მეტი ინვესტიცია უკვე განხორიციელებულია. საჯროდ ვაცხადებ, თუ ვინმე ამის ნახევარი პირობებით განახორციელებს სასათბურე მეურნეობებში ინვესტირებას, მთავრობა მას არა მხოლოდ სიმბოლურ ფასად გადაცემს, არამედ მიუყვანს ინფრასტრუქტურას, ამ შემთხვევაში გზა, წყალი და ელექტროენერგია ჩვენ არ გაგვიკეთებია”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

 

“კომპანიის შესახებ ინფორმაცია არასწორი იყო. კომპანიას ფლობს თანაინვესტირების ფონდის შვილობილი ორგანიზაცია. ამ პროექტს ახორციელებს ქართულ-ფრანგული კომპანია. ეს არის ფაქტების სრული დამახინჯება, რაც მათ გააკეთეს. როცა 25 ჰექტარზე ინვესტორი 40 მილიონზე მეტს ჩადებს, ეს არის საკმაოდ ინვესტიცია ამ ფართობზე. ამ შემთხვევაში სიმბოლურად გადაცემა მიწის გამართლებულია.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი