ახალი ამბები

ენმ: პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მთავრობამ თავისი წევრებისთვის გამოიყენა

24 მარტი, 2015 • • 988
ენმ: პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მთავრობამ თავისი წევრებისთვის გამოიყენა

განცხადებაში წერია, რომ 2014 წლის 26 აგვისტოს მთავრობის დადგენილებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ გარდაბანში, კაპანახჩში მდებარე 350 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს ,,საქართველოს სათბურის კორპორაციას“.

“სს ,,საქართველოს სათბურის კორპორაცია“ 2014 წლის 3 აპრილსაა რეგისტრირებული და დღეის მდგომარეობით მისი 100% წილის მფლობელი შპს „ჯი სი ეფ პარტნიიორებია“. თავის მხრივ „ჯი სი ეფ პარტნიორის“ მფლობელები 2013 წლის 25 მაისს დაფუძნდა და დღეს მის 50-50% ბიძინა ივანიშვილის დისშვილ უჩა მამაცაშვილს და თანაინვესტორების ფონდის გენერალურ დირექტორ გიორგი ბაჩანაშვილის ეკუთვნის, ეს უკანასკნელი კომპანიის გენერალური დირექტორიცაა.

 
ფაქტობრივად, მოსახლეობის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ბიძინა ივანიშვილმა არათუ არ დააბანდა საქართველოს ეკონომიკაში საკუთარი თანხები, არამედ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გამოყენებით ერთ ლარად ჩაიგდო ხელში ორ მილიონნახევრის ღირებულების უძრავი ქონება”, – წერია ენმ-ს განცხადებაში.  

მასალების გადაბეჭდვის წესი