ახალი ამბები

ბოტკოველი: სააღდგომოდ დაანონსებული საკლავი სოციალური აქციაა და არა მსხვერპლშეწირვა

23 მარტი, 2015 • • 1512
ბოტკოველი: სააღდგომოდ დაანონსებული საკლავი სოციალური აქციაა და არა მსხვერპლშეწირვა

როგორც მიქაელ ბოტკოველმა ნეტგაზეთს განუცხადა, ეს არის საზეიმო სოციალური აქცია, რომელსაც საპატრიარქო დღესასწაულის მონაწილე ადამიანებს შესთავაზებს და არა მსხვერპლშეწირვა, რაც ახალი აღთქმის მიხედვით ქრისტიანულად მიუღებელი მოვლენაა. ბოტკოველის თქმით, ცოდვების მონანიების მიზნით უფლისათვის ცხოველების მსხვერპლშეწირვა არ შეიძლება და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ამის გაკეთება არ უგულისხმია. ბოტკოველს უკვირს, რატომ გამოიწვია ილია მეორის სიტყვებმა მსგავსი ასოციაცია.

 

“საპატრიარქოს აქამდეც არაერთი სოციალური აქცია განუხორციელებია უფასო სასადილოების მოწყობის კუთხით”, – ამბობს ბოტკოველი.

 

კითხვას, თუ ეს მხოლოდ სოციალური აქციაა და არა მსხვერპლშეწირვის რიტუალი, რატომ დაასახელა ილია მეორემ დასაკლავი ცხოველების კონკრეტული რაოდენობა, ბოტკოველი პასუხობს, რომ პატრიარქმა საკრალური რიცხვი [7] დაასახელა და შესაძლოა სხვა რიცხვიც ყოფილიყო, მაგალითად, 15 ცხვარი.

 

“სასურველია, რომ თბილისიდან მცხეთაში ფეხით ჩავიდნენ. დაიკვლება დიდი მოზვერი, 7 ცხვარი, ყოჩი და მადლობას შევწირავთ უფალს. ხალხს ექნება… იქვე გაახსნილებს ამ დიდ მარხვას”, – განაცხადა ილია მეორემ.


 

“მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ყოველ წელიწადს, აღდგომა დღეს მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. ამ წლიდან ყოველ წელიწადს, აღდგომა დღეს იქნება მადლობის პარაკლისი და ლოცვა ღვთისადმი. პირველ წელიწადს მე მინდა, რომ ეს მადლობის პარაკლისი, ლოცვა და წირვა სვეტიცხოველში შევასრულოთ”, – ეს განცხადება მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას გააკეთა.

 

 მისივე თქმით, თბილისიდან ხალხის მსვლელობა მცხეთის მიმართულებით სააღდგომოდ შაბათს დაიწყება.

 

“სასურველია, რომ თბილისიდან მცხეთაში ფეხით ჩავიდნენ. დაიკვლება დიდი მოზვერი, 7 ცხვარი, ყოჩი და მადლობას შევწირავთ უფალს. ხალხს ექნება… იქვე გაახსნილებს ამ დიდ მარხვას”, – განაცხადა ილია მეორემ.


მასალების გადაბეჭდვის წესი