საზოგადოება

სკოლაში შესვლის ასაკზე კანონპროექტში ცვლილება შევიდა

23 მარტი, 2015 • • 1312
სკოლაში შესვლის ასაკზე კანონპროექტში ცვლილება შევიდა

სუბელიანის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივის პირველადი პროექტი მეორე მოსმენისთვის რედაქტირებული იქნება. მისი თქმით, თუ პირველად ვარიანტში წერია, რომ “მშობლის სურვილის შემთხვევაში, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ აგრეთვე იმ პირებს, რომელთა ასაკი 5 წელს აღემატება“, რედაქტირებულის მიხედვით,”სწავლის დაწყების უფლება აქვთ პირებს, თუ მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით ხდებიან ექვსი წლის.” 

 

“საუბარია 6 წელს მიტანებულ ბავშვებზე. ვეთანხმები, 6 წლის უნდა შევიყვანოთ. ამბობენ, რომ 5 წლის ასაკში ბავშვი არ არის ფსიქოლოგიურად მზად. ყველა აზრი მოვისმინე და ვეთანხმები. 5 წლის და 6 თვისაც ვერ შევა, მაგრამ  5 წლისა და 11 თვის 5 წლისას მიეკუთვნება თუ 6 წლისას? ამაზეა საუბარი. სექტემბრის 20- ში თუ ხდება ბავშვი 6 წლის, უნდა დარჩეს სკოლის მიღმა? პრინციპული განსხვევებაა იმას შორის, რაც ჩემი ინიციატივაა და რასაც ახლა საუბრობენ ფსიქოლოგები. დეკემბრის ჩათვლით ვინც ხდება 6 წლის, ჰქონდეს უფლება სკოლაში შევიდეს და მშობელმა გააკეთოს არჩევანი”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში კობა სუბელიანი.  

 

მისი თქმით, მის საკანონმდებლო ინიციატივას წინ უძღოდა მშობლების მიმართვა.

 

“მშობლები დამიკავშირდნენ, 30 ათასამდე ხელმოწერა უნდა შეეგროვებინათ. 5 ათასამდე ბავშვი სკოლის გარეთ რჩება, სექტემბერში, ოქტომბერში დაბადებული ბავშვების. დავუტოვოთ არჩევანის უფლება. აღარც ბაღში რჩება მათი ადგილი, აღარც სკოლაში და რჩება სახლში”.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტის მეორე მოსმენა მომვალ კვირაში გაიმართება. 


6 წლამდე ბავშვის სკოლაში შეყვანას ეწინააღმდეგება განათლების სამინისტრო, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და ფსიქოლოგების ნაწილი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი