ახალი ამბები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონის ერთ–ერთ საუკეთესო აეროპორტად დასახელდა

23 მარტი, 2015 • 1346
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონის ერთ–ერთ საუკეთესო აეროპორტად დასახელდა

აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებად ასევე დასახელდა ბუდაპეშტის, ტალინის, კიევის, რიგის, ბელგრადის, სოფიის, ბრატისლავის, სკოპიესა და ვარნის აეროპორტები.


თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ეს ჯილდო უკვე მეორედ მიიღო

 

2015 წლის მსოფლიო აეროპორტების დაჯილდოება მგზავრთა გამოკითხვას ეყრდობა. კვლევის ფარგლებში 112 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელმა ავიაკომპანიების კლიენტებმა 13.02 მილიონ კითხვარი  შეავსეს. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს 39 პუნქტის მეშვეობით აფასებენ. შეფასება ხდება შემდეგი ძირითადი ინდიკატორების მიხედვით: დაწყებული სარეგსიტრაციო პროცედურებით, მოფრენით, ტრანსფერით, სავაჭრო ობიექტებით, უსაფრთხოებით, იმიგრაციით და დასრულებული გაფრენით.

 

კვლევა 2014 წლის მაისიდან 2015 წლის იანვრამდე 550 აეროპორტში მიმდინარეობდა. 

 

“თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2014 წელს 1.5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა – სწორედ მათი გამოკითხვის შედეგად დასახელდა თბილისის აეროპორტი 2014-2015 წლებში აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად. ჩვენ მოხარული ვართ, რომ TAV Georgia-ს ოპერირებაში მყოფმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების ნდობასთან ერთად აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტის ტიტული ზედიზედ მეორედ დაიმსახურა,”- განაცხადა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ფოტო – TAV Georgia
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ფოტო – TAV Georgia

მასალების გადაბეჭდვის წესი