ეკონომიკა

საქსტატი: იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტი 26%-ით შემცირდა

23 მარტი, 2015 • • 1719
საქსტატი: იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტი 26%-ით შემცირდა

ეს მონაცემი წინა წლის მაჩვენებელზე 9 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 324 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (26 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი- 1109 მლნ. აშშ დოლარს (2 პროცენტით ნაკლები).

 

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-თებერვალში 786 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.


2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 385 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია.


აქედან ექსპორტი 108 მლნ. აშშ დოლარი იყო (9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 277 მლნ.აშშ დოლარი (6 პროცენტით ნაკლები).


საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში- 33 პროცენტი და იმპორტში- 25 პროცენტი (2014 წლის იანვარ- თებერვალში, შესაბამისად, 25, 22 და 26 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 22 პროცენტი (2014 წლის იანვარ-თებერვალში 28 პროცენტი).

ვაჭრობა
ვაჭრობა

საქსტატის მონაცემებით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-თებერვალში 429 მლნ. აშშ
დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვართან შედარებით 23 პროცენტით ნაკლები).

 

აქედან ექსპორტი 110 მლნ. აშშ დოლარი (53 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 319 მლნ. აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით
ნაკლები).

 

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 30 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში- 34 პროცენტი და იმპორტში- 29 პროცენტი (2014 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 35, 53 და 28 პროცენტი).

 

2015 წლის იანვარ-თებერვალში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 27 პროცენტი (2014 წლის იანვარ-თებერვალში 13 პროცენტი).

 

2015 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (224 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (147 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (112 მლნ. აშშ დოლარი).

ექსპორტი
ექსპორტი

2015 წლის იანვარ-თებერვალში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, 41 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 13 პროცენტი შეადგინა. თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტიც 41 მლნ. აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 13 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფმა გადმოინაცვლა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 34 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 11 პროცენტი შეადგინა.

 

იმპორტი
იმპორტი

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-თებერვალში ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იყო, რომლის იმპორტმა 102 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 88 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 77 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7 პროცენტი).

მასალების გადაბეჭდვის წესი