ახალი ამბები

ვოლსკი: ვიმსჯელეთ, თუ როგორი იქნება პარლამენტში პრეზიდენტის მოსვლის ფორმატი

22 მარტი, 2015 • • 1103
ვოლსკი: ვიმსჯელეთ, თუ როგორი იქნება პარლამენტში პრეზიდენტის მოსვლის ფორმატი

ეს კომენტარი პარლამენტარმა გია ვოლსკიმ კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.   კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელიც “ქართული ოცნების” ოფისში გაიმართა, პრემიერ-მინისტრი  ესწრებოდა.

 

“მთელი რიგი საკითხებისა განვიხილეთ პოლიტსაბჭოზე. მათ შორის, პრეზიდენტის მისვლა პარლამენტში, შეხვედრის ფორმატი. უფრო მეტნი ფიქრობენ, რომ სჯობს ფრაქციების ხელმძღვანელები გამოვიდნენ. ფრაქციების ხელმძღვანელების გამოსვლები იქნება შესაბამისი პრეზიდენტის მოსვლის და ვამჯობინებთ ამ ფორმატში გამოსვლას. თუ საქმე დებატებზე მიდგა, შეიძლება სათაური სხვა ერქვას, თუმცა საკმაოდ მწვავე იქნება, ვიდრე ამ რეჟიმში “ნაციონალური მოძრაობა” გვთავაზობს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლა 31 მარტს არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი