ახალი ამბები

აქციის მონაწილეები დიდი წითელი ბარათით მთავრობის კანცელარიის მიმართულებით დაიძრნენ

21 მარტი, 2015 • • 2064
აქციის მონაწილეები დიდი წითელი ბარათით მთავრობის კანცელარიის მიმართულებით დაიძრნენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც აქციას ბრიუსელიდან ჩაერთო, თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს მიმართა. აქციის მონაწილენი მთავრობის კანცელარიის მიმართულებით დაიძრნენ. მათ თან აქვთ წითელი ბარათები, სწორედ ამ სიმბოლოთი მოუწოდებენ მთავრობას გადადგომისკენ. დიდი წითელი ბარათი აიტანეს სცენაზეც, რომლის ფონზეც სიტყვით გამომსვლელები მიმართავდნენ მონაწილეებს. 

 

აქციის მონაწილეები საქართველოს ჰიმნის ფონზე გადაადგილდებიან. პოლიცია კი მთავრობის კანცელარიის შენობის წინ რკინის ჯებირებით საზღვრავენ. 

 

კანცელარიის შენობის წინ  პოლიციამ ჯებირები დაალაგა ფოტო მიხეილ მეფარიშვილი
კანცელარიის შენობის წინ პოლიციამ ჯებირები დაალაგა ფოტო მიხეილ მეფარიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი