ახალი ამბები

სამებასთან კონტრაქციის მონაწილეები არიან შეკრებილი

21 მარტი, 2015 • • 1079
სამებასთან კონტრაქციის მონაწილეები არიან შეკრებილი

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოდერძი ოთარაშვილის განცხადებით, ისინი აფრთხილებენ ნაციონალურ მოძრაობას, რომ სამართლებრივ ჩარჩოებს არ გადაუხვიონ და პროვოკაციები არ მოაწყონ, რაშიც ადმინისტრაციულ შენობებში შევარდნას და სხვა ტიპის დესტრუქციულ ქმედებებს გულისხმობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ენმ-ს ფიზიკური დაპირისპირებით ემუქრება.

 

“ყველაფერზე წავალთ, აღარ მივცემთ შანსს, რომ ქვეყნის უზურპაცია ისევ შეძლონ,” – ამბობს ოთარაშვილი. 

 

მისივე თქმით, ორგანიზაციას ჰყავს სადროშოები ქვეყნის მასშტაბით, რომელიც, ჯამში, რამდენიმე ათას წევრს აერთიანებს და დაპირისპირების შემთხვევაში, რეგიონებიდან 6 ათასი ადამიანის მობილიზება შეუძლია. კითხვაზე, თუ ვინ აფინანსებს ორგანიზაციას, ოთარაშვილი პასუხობს – “არიან ადამიანები ჩვენს შორის და ჩვენი შრომით ვაგროვებთ და ასე გაგვაქვს თავი”.

სახალხო დარბაზის შეკრება სამებასთან, 21/03/2015
სახალხო დარბაზის შეკრება სამებასთან, 21/03/2015

მასალების გადაბეჭდვის წესი