ახალი ამბები

საქართველოს ბანკში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს სასაუბრო დროს

18 მარტი, 2015 • 1344
საქართველოს ბანკში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს სასაუბრო დროს

 15 ივნისამდე საქართველოს ბანკში ნებისმიერი სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემით ყოველ მესამე გაგზავნილ ან მიღებულ გზავნილზე მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 5 ლარის სასაუბრო დროს. აქციაში მონაწილეობისთვის ფულადი გზავნილით თანხის გაგზავნა ან მიღება ნებისმიერი მიმართულებითაა შესაძლებელი. მობილურის ბალანსი მომხმარებელს ავტომატურად შეევსება მესამე გაგზავნილი ან მიღებული გზავნილის განხორციელებიდან.  

 

საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემების დიდ არჩევანს მსოფლიოს ყველა მიამრთულებით. საქართველოს ბანკის მომხმარებელს სწრაფი ფულადი გზავნილის მიღება, სერვისცენტრის გარდა,  სატელეფონო ცენტრის, ბანკომატის და epay-ის ონლაინ გადახდების ვებგვერდის მეშვეობით შეუძლია. ამასთან, მომხმარებელს მარტივად შეუძლია გამოგზავნილი თანხის ჩარიცხვა საკუთარ ანგარიშზე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gzavnilebi.ge

საქართველოს ბანკი-ფულადი გზავნილები
საქართველოს ბანკი-ფულადი გზავნილები

მასალების გადაბეჭდვის წესი