ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ახალი კანონით ყოფილი პრეზიდენტის პენსია დაახლოებით სამჯერ გაიზრდება

4 მარტი, 2015 • • 1182
სომხეთში ახალი კანონით ყოფილი პრეზიდენტის პენსია დაახლოებით სამჯერ გაიზრდება

ცვლილება “სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის გადასახადის, მომსახურებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ კანონში” ითვალისწინებს ქვეყნის ექსპრეზიდენტების პენსიის განსაზღვრას, თანამდებობაზე ყოფნის დროს არსებული ხელფასის 70%-ის ოდენობით. სერჟ სარგსიანის დღევანდელი ხელფასის გათვალისწინებით, პირველი და მეორე პრეზიდენტების- ლევონ ტერ-პეტროსიანისა და რობერტ კოჩარიანის პენსიები 924 ათას დრამი [დღევანდელი გაცვლითი კურსით, თითქმის 1930 აშშ დოლარია] იქნება. აქამდე ყოფილი პრეზიდენტების პენსია 320 ათას დრამს შეადგენდა.

 

ამას გარდა, კანონი აუქმებს შეზუდვას ყოფილი პრეზიდენტისთვის პირადი ოფისის გამოყენების, ტექნიკური აღჭურვის, ავეჯის და ა.შ გადაცემაზე. თუკი აქამდე ეს ექსპრეზიდენტს 70 წლის ასაკამდე ეკუთვნოდა, ახალი კანონით – ცხოვრების ბოლომდე განისაზღვრება.  


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი