ახალი ამბები

კვირიკაშვილი: უკანონოდ ჩამორთმეული ქონება კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდებათ

4 მარტი, 2015 • 1290
კვირიკაშვილი: უკანონოდ ჩამორთმეული ქონება კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდებათ

კვირიკაშვილის განცხადებით, ქონების ჩამორთმევის 700–მდე შემთხვევაა. საუბარია 2012 წლის ოქტომბრამდე ჩამორთმეულ ქონებაზე, რასაც პროკურატურის ახალი დეპარტამენტი შეისწავლის.

“ქონების წართმევის შემთხვევებში, იქ, სადაც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ იყო გარკვეული ეჭვები ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, ჩვენ ამ 2 წლის განმავლობაში არ შევხებივართ იმ ქონებას და არ გაგვიტანია საპროვატიზაციოდ. ამიტომ იმ შემთხვევებში, სადაც გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი ქონდა კანონიერი ქონების ჩამორთმევის ფაქტებს, რა თქმა უნდა, მთავრობა გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და ქონება დაუბრუნდება კანონიერ მფლობელს მას შემდეგ, რაც ჩატარდება გამოძიება,”– აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

 

კვირიკაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც ქონება არ არსებობს, სახელმწიფო ამ კუთხით სამართლიანობის აღსადგენად სხვა ქონებით ჩანაცვლებისა და ობლიგაციის მექანიზმებს გამოიყენებს. მისი თქმით, პირველ ეტაპზე იმ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებს მიექცევა ყურადღება, რომლებიც დღეს სახელმწიფო საკუთრებაშია. 

 

რაც შეეხება საჭირო თანხებს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს, რომ შესაბამისი სახსრები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდში არის გათვალისწინებული.

 

პროკურატურის ახალი დეპარტამენტის პრეზენტაცია, რომელიც საჯარო მოხელეთა ჩადენილ დანაშაულებებს გამოიძიებს, 4 მარტს გაიმართა. ის ორიენტირებული იქნება 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრამდე შესულ საჩივარ–განცხადებებში მითითებულ დანაშაულებრივ ფაქტებზე. დეპარტამენტის პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი