ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთში საგარეო საქმეთა მინისტრს, შესაძლოა, უნდობლობა გამოუცხადონ

3 მარტი, 2015 • • 993
სამხრეთ ოსეთში საგარეო საქმეთა მინისტრს, შესაძლოა, უნდობლობა გამოუცხადონ

“ვენესუელას და ნიკარაგუას მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მომენტიდან სამხრეთ ოსეთის ელჩს ამ ქვეყნებში ამ დრომდე არ გადაუცია მათი ლიდერებისთვის რწმუნებათა სიგელები. ჩემი აზრით, ეს სერიოზული დიპლომატიური შეცდომაა. გარდა ამისა, დავიდ სანაკოევმა პრეზიდენტთან და პოლიტსაბჭოთან შეთანხმების გარეშე საკუთარი ინიციატივით მედიაში გამოაქვეყნა რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების სამუშაო პროექტი”, – განუცხადა რეს-ს ბიბილოვმა. 

 

მისივე თქმით, ამჟამად არანაირი სამუშაო არ მიმდინარეობს საერთაშორისო შეთანხმებების ხელმოსაწერად და სამხრეთ ოსეთის მიერ აღიარებულ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დასალაგებლად. 

 

“პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ჯერ კიდევ წინა წლებში გასცა განკარგულება ამ სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობების დასალაგებლად”, – ამბობს ბიბილოვი.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი