ხელოვნება

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარი “ბერდმენს” გადასცეს

23 თებერვალი, 2015 • • 1472
საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარი  “ბერდმენს” გადასცეს

საუკეთესო რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ გახდა ფილმისთვის  “ბერდმენი”. საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის გამარჯვებული გახდა ფილმი “იმიტაცის თამაში”, ხოლო ორიგინალი სცენარისთვის ჯილდო  “ბერდმენმა” მიიღო.

 

მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის გამარჯვებული ედი რედმაიანი გახდა  ფილმში “ყველაფრის თეორია” შესრულებული როლისთვის, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო ჯ.კ.სიმმონსს გადასცეს ფილმისთვის “შეპყრობილი”.

 

ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარი ჯულიანა მურმა მიიღო ფილმისთვის “კვლავ ელისი”, ხოლო ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო პატრიცია არკეტს გადაეცა ფილმისთვის  “სიყმაწვილე”.

 

საუკეთესო ანიმაციური ფილმი კი “დიდი გმირი 6” გახდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი