ახალი ამბები

ანონსი – 23 თებერვალი

23 თებერვალი, 2015 • 1606
ანონსი – 23 თებერვალი

09:45 თბილისის მერი დავით ნარმანია ისნის რაიონში, ონაშვილი ქუჩა N1-ში, ყოფილი 37-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ტეტრიოტორიაზე, ახალი ბაღის მშენებლობის დაწყებაში მიიღებს მონაწილეობას.


11:00 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ნუგზარ წიკლაური გამართავს. თემა: უკრაინაში განვითარებული მოვლენები, აჭარაში არსებული ვითარება და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.


11:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

11:30 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას დეპუტატი მურმან დუმბაძე გამართავს. თემა: აჭარაში განვითარებული მოვლენები.


11:30 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისსში სერგო რატიანი და ირმა ნადირაშვილი გამართავენ პრეს-კონფერენციას.


12:00  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  ადგილობრივ თვითმმართველობებში ჩატარებული გასაუბრების პროცესის პირველადი შეფასების შედეგების შესახებ დისკუსიას გამართავს. მისამართი: ჯ. კახიძის #15


12:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა.  თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი. დღის წესრიგი.

 

12:30 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, პრესკონფერენციას ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე გამართავს. თემა: ლარის კურსი და ქვეყნის ეკონომიკური სტრატეგია, მიმართვა ხელისუფლებას.

13:00  თბილისში, საქართველოს პარლამენტის შიდა ეზოში, ხარების სახელობის სამლოცველოში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, დეპუტატები, მთავრობის წევრები, საპატრიაქოს წარმომადგენლები და იუნკერთა შთამომავლები დაესწრებიან.

 

14:00 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221. დღის წესრიგი 


15:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა. თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი


 


მასალების გადაბეჭდვის წესი