ახალი ამბები

2 დაღუპული და 10 დაშავებული “ღირსების მარშზე” ხარკოვში

22 თებერვალი, 2015 • 883
2 დაღუპული და 10 დაშავებული “ღირსების მარშზე” ხარკოვში

მოწყობილობა აფეთქდა მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეები ეროვნული ერთიანობის მარშში მონაწილეობის მისაღებად სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ.

 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოკლულთა შორის არის პოლიციელიც. 

 

ოფიციალური პირების განცხადებით, დაკავებულია რამდენიმე პირი, რომლებიც თავდასხმის განხორციელებაში არიან ეჭვმიტანილები.

 

უკრაინის დედაქალაქში, კიევში, 1 წლის წინათ მომხდარ შეტაკებებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც 100–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და რასაც პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა, დღეს “ღირსების მარში” გაიმართა. მარშს პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ევროპის ქვეყნების ლიდერები დაესწრნენ, მათ შორის იყო დელეგაცია საქართველოდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით. 

 

ხარკოვისგან განსხვავებით, კიევში მარშმა მშვიდობიანად ჩაიარა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი