ახალი ამბები

BBC: უკრაინის მთავრობა და სეპარატისტები ფრონტის ხაზიდან იარაღის გატანაზე შეთანხმდნენ

22 თებერვალი, 2015 • 1110
BBC: უკრაინის მთავრობა და სეპარატისტები ფრონტის ხაზიდან იარაღის გატანაზე შეთანხმდნენ

როგორც BBC წერს,  ზავის იმპლემენტაციაში რუსი გენერალიც ჩაერთო. მან განაცხადა, რომ პრორუსმა აჯანყებულებმა ხელი მოაწერეს ბრძანებას მომდევნო ორ კვირაში შეიარაღების გატანის დასრულების შესახებ, რისთვისაც სამუშაოები კვირას დაიწყება. თუმცა, მისივე თქმით, რეალურად, იარაღის გატანის პროცესი სამშაბათამდე არ დაიწყება.

 

როგორც BBC წერს, ეს პროცესი 8 მარტამდე არ დასრულდება, რაც 5 დღით ცილდება მინსკის შეთანხმებით დაწესებულ საბოლოო ვადას.

 

ამასთან, უკრაინამ და სეპარატისტებმა 191 ტყვე გაცვალეს. BBC-ის თანახმად, ტყვეების გაცვლა არის 12 თებერვალს მინსკში ხელმოწერილი შეთანხმების პირველი ნაბიჯი, რომელიც წარმატებით განხორციელდა. ტყვეების გაცვლა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განაცხადებას მოჰყვა იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი განიხილავს “სერიოზულ სანქციებს” რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ ზავის დარღვევის გამო და გადაწყვეტილებას ამის შესახებ უახლოეს დღეებში მიიღებს.

 

თუმცა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სანქციები ვერ მოაგვარებს უკრაინის კრიზისს.

 

ამავდროულად, ათასობით უკრაინელი და ევროპელი ლიდერები დღეს, 22 თებერვალს კიევში “ღირსების მარშში” იღებენ მონაწილეობას. “ღირსების მარში” იმ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად იმართება, რომლებიც გასული წლის თებერვალში საპროტესტო აქციების მინდინარეობისას სნაიპერების ტყვიებს შეეწირნენ. “ღირსების მარშში” მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც.

 

გაეროს მონაწემებით, დაახლოებით 5, 700 ადამიანი დაიღუპა გასული წლის აპრილიდან, დონეცკსა და ლუგანსკში ბრძოლის დაწყევის შემდეგ, რომელიც რუსეთიცს მიერ ყირიმის ანექსიას მოჰყვა

 

სეპარატისტ აჯანყებულებს უკრაინელი ტყვეები გასაცვლელად მიჰყავთ ქალაქ ფრუნზაში ლუგანსკის მახლობლად © EPA 21.02.2015
სეპარატისტ აჯანყებულებს უკრაინელი ტყვეები გასაცვლელად მიჰყავთ ქალაქ ფრუნზაში ლუგანსკის მახლობლად © EPA 21.02.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი