ხელოვნება

ერთი წლის მანძილზე კულტურის სამინისტრო “არილს”, “ახალ საუნჯეს” და “დილას” დააფინანსებს

20 თებერვალი, 2015 • • 1738
ერთი წლის მანძილზე კულტურის სამინისტრო “არილს”, “ახალ საუნჯეს” და “დილას” დააფინანსებს

“კონკურსის მიზანია სალიტერატურო პროცესის გააქტიურება, ქართული ლიტერატურის ნიმუშების წარმოჩენა, სალიტერატურო და სახელოვნებო კრიტიკის განვითარება, კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ასევე, საბავშვო ლიტერატურული ნიმუშების წარმოჩენა, ბავშვებში წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა”,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონკურსი 2 სალიტერატურო და ერთი საბავშვო ჟურნალის გამოსაცემად 24 იანვარს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემით დაკავებულ ყველა იურიდიულ პირს. კონკურსის პირობები და საკონკურსოდ წარსადგენი დოკუმენტაცია განთავსებული იყო სამინისტროს ვებ-გვერდზე  და საქართველოს მწერალთა სახლის ვებ-გვერდზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი