ახალი ამბები

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თანამდებობიდან გადააყენეს

20 თებერვალი, 2015 • • 1475
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თანამდებობიდან გადააყენეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენეს, 20/02/2015, ბათუმი, საქართველო. ფოტო: გაზეთი ბათუმელები
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენეს, 20/02/2015, ბათუმი, საქართველო. ფოტო: გაზეთი ბათუმელები

დღეს 17:00 საათზე დაიწყო აჭარის უმაღლეს საბჭოს რიგგარეშე სხდომა, სადაც ასევე უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილი  გადააყენეს თანამდებობიდან. ორივე თანამდებობის პირის  გადაყენების ინიციატივით „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა.

სხდომამდე  რამდენიმე საათით ადრე უმაღლესი საბჭოს წევრმა მედეა ვასაძემ დეპუტატებს დავით ბაციკაძის წინააღმდეგ დაწყებული საქმის წარმოების შესახებ ძველი დოკუმენტები დაურიგა. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი  საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა მურმან დუმბაძემ კი იგი ფინანსურ მაქინაციებში დაადანაშაულა.

დავით ბაციკაძე
დავით ბაციკაძე

 

“დავით ბაციკაძე უნდა წავიდეს იმიტომ, რომ ის არის კორუფციულ სქემებში ჩართული და ეს სქემები გადის არა მარტო ბაციკაძეზე, არამედ არჩილ ხაბაძესა და მის მთავრობაზე,”- ამბობს დუმბაძე.

აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” უკვე დაკარგა. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე “ბათუმელებთან” საუბარში აცხადებს, რომ თანამდებობიდან უნდა გადააყენონ ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე იმის გამო, რომ მას  უმრავლესობა დაეშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი