ახალი ამბები

ჩიტიშვილი უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

20 თებერვალი, 2015 • • 1028
ჩიტიშვილი უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17:00 საათზე დაიწყო აჭარის უმაღლეს საბჭოს რიგგარეშე სხდომა, სადაც ასევე უნდა გადაწყდეს ვიცე-სპიკერის პოსტიდან დავით ბაციკაძის გადაყენების საკითხი. აღნიშნული პირების თანამდებობიდან გადასაყენებლად მინიმუმ 11 ხმა იყო საჭირო.

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” უკვე დაკარგა. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე “ბათუმელებთან” საუბარში აცხადებს:


 „ძალიან მაღალი ალბათობით, 11-ზე მეტი ხმა იქნება, მაგრამ აუცილებელი და საკმარისი პირობაა, რომ იყოს თერთმეტი ადამიანი მათი გადაყენების მომხრე. მიმაჩნია, რომ ალექსანდრე ჩიტიშვილი უნდა გადავაყენოთ თანამდებობიდან იმის გამო, რომ მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ბრიფინგებზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წინააღმდეგ ატარებდა და შედეგი ვერ მიიღო.

 

დავით ბაციკაძე უნდა წავიდეს იმიტომ, რომ ის არის კორუფციულ სქემებში ჩართული და ეს სქემები გადის არა მარტო ბაციკაძეზე, არამედ არჩილ ხაბაძესა და მის მთავრობაზე.”


დუმბაძე მიიჩნევს, რომ თანამდებობიდან უნდა გადააყენონ ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე იმის გამო, რომ მას დაეშალა უმრავლესობა.


მასალების გადაბეჭდვის წესი