ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გაღმა ნაპირი” აფხაზური სუბტიტრებით საჩუქრად აფხაზეთის მოსახლეობას

20 თებერვალი, 2015 • • 3448
“გაღმა ნაპირი” აფხაზური სუბტიტრებით საჩუქრად აფხაზეთის მოსახლეობას

“ფილმის ნაწილი ისედაც აფხაზურ ენაზეა და იმისთვის, რომ გასაგები იყოს სრულად აფხაზებისთვისაც, გადაწყდა მთლიანად გაკეთებულიყო. სპეციალური შეფუთვა გაკეთდა. ამის განხორციელებაში საქართველოს კულტურის სამინისტრო დაგვეხმარა. ამოცანა მარტივია, გვინდოდა ჩვენი მხრიდან გარკვეული საჩუქარი გადაგვეცა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის აფხაზეთში”, – ამბობს ოვაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.

 

როგორ შეიძლება აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ფილმის ეგზემპლარები გადაეცეს, რეჟისორს ამ ეტაპზე პასუხი არ აქვს.

 

“როგორ მოხვდება ფილმი აფხაზეთში, ჯერ არ ვიცით. მაგალითად, პირადად მე თუ ვიცნობ იქ ვინმეს, შეიძლება ვაჩუქო. შეიძლება სხვამაც ვინმეს აჩუქოს. ერთმა ქართველმა ერთ აფხაზს აჩუქოს. არ ვიცი, ამის რეცეპტი არ მაქვს.”

 

ამ ეტაპზე აფხაზური სუბტიტრებით “გაღმა ნაპირის” 1000 DVD გაკეთდა. გიორგი ოვაშვილი ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, ეს რაოდენობა გაიზარდოს.


გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი“ აფხაზეთის თემატიკაზე გადაღებული ქართულ-ყაზახური პროდუქციაა (2009). საერთაშორისო კინოფესტივალებზე ფილმის მიერ მოპოვებულ პრიზებს შორისაა გრან-პრი „ოქროს შროშანი“ – go East, ვისბადენი, ჟიურის მთავარი პრიზი „ოქროს ალამბრა“ – გრანადა, „ოქროს გარგარი“ – ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალი. 



მასალების გადაბეჭდვის წესი