ახალი ამბები

ქანთარია: თუ პუტინთან სხდებიან პოროშენკო, ოლანდი, დრო მოვიდა, დაიწყოს ერთი-ერთზე ლაპარაკი

20 თებერვალი, 2015 • • 883
ქანთარია: თუ პუტინთან სხდებიან პოროშენკო, ოლანდი, დრო მოვიდა, დაიწყოს ერთი-ერთზე ლაპარაკი

“თუ პუტინთან სხდებიან პოროშენკო, მერკელი, ოლანდი და ევროპის ყველა ლიდერი, მე მგონი, დრო მოვიდა იმისა, რომ დაიწყოს ერთი-ერთზე ლაპარაკი, მაგრამ ამას თქვენგან, ნახეთ, რა მოჰყვება? მე გავახმიანე, კი ბატონო, და ახლა ატეხავთ ამბავს. ომის გარეშე, დიპლომატიით, მსვხერპლის გარეშე უნდა მოვახერხოთ და მივიდეთ იმ ოჯახში [ევროპულ ოჯახში]”,- განაცხადა პლენარულ სხდომაზე ნუკრი ქანთარიამ.

 

პარლამენტი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტს განიხილავს, რაც საგარეო კურსთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატების გამართვას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი