ახალი ამბები

ლუკაშენკოს თქმით, ბელორუსი მზადაა NATO-სთან დიალოგისთვის

20 თებერვალი, 2015 • • 965
ლუკაშენკოს თქმით, ბელორუსი მზადაა NATO-სთან დიალოგისთვის

მისი თქმით, რთულ საგარეო პირობებში ბელორუსი მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის რეალიზაციაზე უარს ვერ იტყვის და საკუთარ ინტერესებს კვლავაც დაიცავს.

 

“რა თქმა უნდა, ვისურვებდით, ბელორუსის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სფეროში, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით, კვლავ მოძმე რუსეთთის სიძლიერეს დავყდრნობოდით”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

 

მან ასევე განაცხადა, რომ ბელორუსი, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტისა და ევრაზიის კონტინენტზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების თანამშრომლობას ორგანიზაციის ფარგლებში განიხილავს. 

 

ამასთან, ლუკაშენკო ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბელორუსი უარს ამბობს სხვა ქვეყნებთან და სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებებთან თანამშრომლობაზე. 

 

“როგორც სუვერენული სახელმწიფო, ღია ვართ, მათ შორის NATO-სთან კონსტრუქციული დიალოგისთვის გამჭვირვალობისა და პარიტეტულობის პრონციპებზე დაფუძნებით. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო საკითხი, ერთობლივი სამუშაო, რომელიც ბელორუსის ინტერესებს პასუხობს.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი