ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

20 თებერვალი, 2015 • • 2394
საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

გამოძიებით ინფორმაციით, დაკავებულმა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტის მფლობელებს საკუთარი თავი არაერთხელ წარუდგინა, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი.

 

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მოტყუებით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის არშედგენისა და დაჯარიმების თავიდან აცილების სანაცვლოდ, მეწარმე სუბიექტებს სხვადასხვა ოდენობის თანხა გამოართვა.

 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი