ახალი ამბები

ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა შეზღუდულია

20 თებერვალი, 2015 • • 1380
ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა შეზღუდულია

უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

 

დეპარტამენტის ცნობით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული არ არის.

 

ადგილზე მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა გზის გაწმენდითი სამუშაოების განსახორციელებლად.

ნაქერალას უღელტეხილი
ნაქერალას უღელტეხილი

მასალების გადაბეჭდვის წესი