ახალი ამბები

ანონსი 20 თებერვალი

20 თებერვალი, 2015 • • 1313
ანონსი 20 თებერვალი

11:00 –  თბილისის მერიაში, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ მის: ჟ. შარტავას, 7

 

11.00 – ,,პირველ პრესკლუბში’’ ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ირაკლი ლექვინაძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: აკ. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს- ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული.

 

11:30 –  „პირველ პრესკლუბში“ „თავისუფალი თაობა“ მიმართავს პროკურატურას გამოიძიონ 2003-2012 წწ წყნეთის ტყე-პარკის გაჩეხვის საქმე, სადაც მინისტრ ხაჩიძისა და სხვა მაღალჩინოსანთა ბრალეულობა იკვეთება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

11.30  – საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციების გაერთიანებული სხდომა გაიმართება , რომელზეც მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძეა მოწვეული

 

12:00 – თბილისის სპორტის სასახლეში შერეულ ორთაბრძოლებში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გაიმართება.

 

12.00 –  საკრებულოში მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია დედაქალაქში ენის სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და წინადადებებს განიხილავს

 

11:30 –  პრაიმტაიმის პრესკლუბში “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ლექსო კობაიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მედიკამენტებისა და ექიმების პრობლემებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართვს

 

12:00 –  ,,პრაიმტაიმის“ პრეს-კლუბში ,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასება. მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 68, მეორე კორპუსი, III საკონტაქტო ტელ; 577177517 ელენე გამეზარდაშვილი

 

12:00 – ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია გახსნის.  მონაწილეები 2015 წლის სამოქმედო გეგმას გაეცნობიან. 

 

12:00 – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმზღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, სააგენტო „პირველის“ პრეს-კლუბში, საქართველოს უზენაესს სასამართლოსთან 23 თებერვალს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. მისამართი: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი, 599 010344

 

12:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ეკონომიკის ექსპერტ ემზარ ჯგერენაია ეკონომიკურ გამოწვევებზე და ლარის კურსის ვარდნაზე დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

 

13:00 –  „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, მედიკამენტების ფასების ზრდასთან დაკავშირებით, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წარმომადგენლები განცხადებას გააკეთებენ.

 

13.00 – საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და “ჯინო ფერედაის თბილისი” ს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

13:30  – პრაიმტაიმის პრესკლუბში სამხედრო ექსპერტი და ყოფილი პოლიტპატიმარი, ტრისტან წითელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემა: სააკაშვილის მიერ უკრაინაში კონტრაბანდისტულად იარაღით ვაჭრობა

 

14:00 –  იუსტიციის სახლში, სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან  არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შეხვდებიან. მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–13 კილომეტრი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი