ახალი ამბები

უცხოელებს ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად მოქმედების ვადა ივლისამდე გაუხანგრძლივდათ

20 თებერვალი, 2015 • • 1036
უცხოელებს ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად მოქმედების ვადა ივლისამდე გაუხანგრძლივდათ

აღნიშნული კანონპროექტის მიზანია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ, გარდამავალ ეტაპზე, კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების გამარტივების გზით, საქართველოში მყოფი უცხოელებისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად შეღავათიანი პირობების მოქმედების ვადის გახანგრძლივება. 

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა განაცხადეს, რომ თავის დროზე რეგულაციების გამკაცრებამ გამოიწვია ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის შემცირება. მათივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები ლარის კურსის დაცემის ერთ-ერთი მიზეზიცაა.

 

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უმცირესობის წევრებმა კანონპროექტის ინიციატორს, გედევან ფოფხაძეს შეკითხვები დაუსვეს. გედევან ფოფხაძის განმარტებით, რადგან წარმოდგენილი კანონპროექტი მხოლოდ თარიღის გადავადებას შეეხება, არ მიაჩნია სწორად მისი განხილვის დროს არსებით საკითხებზე მსჯელობა, თუმცა მან მზადყოფნა გამოთქვა სხვა ფორმატში ოპონენტების მოსაზრებები მოისმინოს და განიხილოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი