ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გადაირჩიეს

19 თებერვალი, 2015 • • 1248
ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გადაირჩიეს

აბაშიძე თანამდებობიდან უმრავლესობის განცხადების საფუძველზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გადააყენეს. პარლამენტი გეგმავს, რომ აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად დღევანდელ სხდომაზე გუბაზ სანიკიძეს უყაროს კენჭი.

 

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფშვილის განცხადებით, პოლიტიკურ სუბიექტს აქვს უფლება, რომ მის მიერ წარდგენილი კანდიდატი თავისივე განაცხადის საფუძველზე გადაირჩიოს.

 

ზურაბ აბაშიძე ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი. 2014 წლის 5 ნოემბერს პარტიამ “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა უმრავლესობა და “ქართული ოცნება”.

 

საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღი გადაწყვეტილება, რომ მის მიერ წარდგენილი აბაშიძე გადაერჩიათ ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან.

ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი