ახალი ამბები

ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სამ წელიწადში უნდა აშენდეს

19 თებერვალი, 2015 • 1816
ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სამ წელიწადში უნდა აშენდეს

 

 

ფოთი
ფოთი

მთავრობამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა ადრე დადგენილ პირობებში და 2018 წლის იანვრის ბოლომდე წელიწადში მინიმუმ ორი მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება უნდა მოხდეს მხარეებს შორის ხელშეკრულების დადებამდე შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად;

 

დაინტერესებულმა პირმა ნავთობგადამამუშავებელი საქმიანობის ლიცენზიის მოპოვება და წარმოების დაწყება უნდა შეძლოს არაუგვიანეს 2019 წლის იანვრისა; ამასთან, უნდა მოახერხოს ხელშეკრულების ხელმოწერამდე, გამყიდველისათვის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნის ბანკის მიერ გაცემული და საქართველოს ეროვნული ბანკის ან ადგილობრივი კომერციული ბანკის მიერ დადასტურებული 20 000 000 აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და მოქმედი იქნება 2019 წლის 1 ივნისამდე.

 

ეკონომიკის სამინისტრომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ფოთში უნდა აშენდეს, გასული წლის ნოემბერში გამართა და იმავე დღეს გამოაცხადა ტენდერი ინტერესთა გამოხატვაზე ამ პროექტში ინვესტორების მონაწილეობის მიზნით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი