ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

19 თებერვალი, 2015 • • 1224
ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

სებ-ის  ინფორმაციით, ვაჭრობისას საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1აშშ დოლართან მიმართებაში 2.1464 ლარი შეადგინა.

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველი 40-მილიონიანი ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე 2014 წლის 25 ნოემბერს განახორციელა. ამ  ტარნზაქციის შემდეგ ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით მხოლოდ ერთი დღით გამყარდა. 

 

სებ-მა ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია მეორედ 2014 წლის 2 დეკემბერს განახორციელა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილმა საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.8605 შეადგინა.

 

მესამედ ინტერვენცია ბაზარზე 11 თებერვალს განხორციელდა. სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.0240 შეადგინა.

 

ოთხი ინტერვენციის შედეგად ეროვნულმა ბანკმა ნოემბერ-დეკემბერ -თებერვალში სავალუტო რეზერვებიდან 160 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის შეჩერება ვერ ხერხდება. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი