ახალი ამბები

რეკომენდაციები პაატა ბურჭულაძის კონცერტზე შშმ პირთა უფლებების დარღვევის პასუხად

19 თებერვალი, 2015 • 973
რეკომენდაციები პაატა ბურჭულაძის კონცერტზე შშმ პირთა უფლებების დარღვევის პასუხად

ასეთი გარემოს არარსებობის შემთხვევაში კი წარმოდგენილი უნდა იყოს სათანადო ხარჯთაღრიცხვა ადაპტირებისათვის.

 

თბილისის საკრებულოს ცნობით, ამ საკითხის ფორს–მაჟორის რეჟიმში განხილვა 12 თებერვალს, სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყების წინ, მაყურებლების, მათ შორის შშმ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტმა განაპირობა.

 

სპორტის სასახლეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იძულებულნი იყვნენ გადაადგილებულიყვნენ დაცვის თანამშრომელთა დახმარებით, რის გამოც მათ დაწესებულება პროტესტის ნიშნად დატოვეს.

 

“12 თებერვალს გამართული მასობრივი ღონისძიების დროს დაირღვა შშმ პირთა უფლებები. ჩვენ ვფიქრობთ, უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რათა სამომავლოდ ადამიანის უფლებების დარღვევის ასეთი ფაქტები თავიდან ავიცილოთ”, – განაცხადა საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ.

 

ზუმბაძემ განაცხადა, რომ კიდევ ერთი რეკომენდაციის თანახმად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის მიერ უნდა მომზადდეს საკანონმდებლო წინადადების პროექტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შესატანად, შშმ პირთა მონაწილეობისათვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით.

 

სხდომას პაატა ბურჭულაძის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტის ორგანიზატორი კომპანიის, “არტ პალასის” წარმომადგენელი, ანა შავგულიძეც ესწრებოდა.  მისი განცხადებით, კომპანია მომხდარზე პასუხისმგებლობას სრულად იღებს და წუხს იმ შედეგების გამო, რაც მათმა წინდაუხედაობამ გამოიწვია.

“ჩვენ იჯარით გვქონდა აღებული სპორტის სასახლის  შენობა და არც გაგვჩენია კითხვა იმის თაობაზე, რაიმე პრობლემას ხომ არ წააწყდებოდნენ შშმ პირები შენობაში შესვლის დროს. გარდა ამისა, ათი დღით ადრე გავაფორმეთ სპორტის სასახლესთან ხელშეკრულება იმის შესახებ, რომ გაიღებოდა 8-9 კარი და დაიდგმებოდა 8-9 დეტექტორი. თუმცა მხოლოდ 4 კარი და 4 დეტექტორი ფუნქციონირებდა. სპორტის სასახლის მიერ გამოყოფილი 60 დაცვის თანამშრომელიც არ ასრულებდა თავის მოვალეობას შესაბამისად. სწორედ ამიტომ დაფიქსირდა ამდენი დარღვევა,”- განაცხადა შავგულიძემ.

სპორტის სასახლის მმართველი კომპანიის “ლოჯიკ გრუპის” დირექტორის მოადგილემ მიხეილ ეძგვერაძემ განაცხადა, რომ  მისმა კომპანიამ იჯარით გასცა შენობა. მისი თქმით, სპორტის სასახლის შენობა საკმაოდ ძველია და განახლებასა და ადაპტირებას საჭიროებს.

“ჩვენ მზად ვართ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურთან ვითანამშრომლოთ, რათა ჩვენი შენობა უფრო მეტად ადაპტირებული გახდეს შშმ პირებისათვის. ჩვენ მერიასთან მიმოწერა უკვე დაწყებული გვაქვს,” – განაცხადა ეძგვერაძემ.

17 თებერვალს თბილისის მერიასთან არსებული შშმ პირთა უფლებების დაცვის საბჭო შეიქმნა. გულიკო ზუმბაძის თქმით, საბჭო იზრუნებს იმაზე, რომ 12 თებერვალს დაფიქსირებული ადამაინის უფლებების მასობრივი დარღვევის მსგავსი ფაქტი აღარ დაფიქსირდეს და გარემო უფრო ადაპტირებული გახდეს.

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა თბილისის საკრებულოში  19.02.2015
ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა თბილისის საკრებულოში 19.02.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი