ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

18 თებერვალი, 2015 • • 1186
საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

“საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნულ ფაქტს და აფასებს მას როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ ქმედებას და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელოვნური შეცვლის მცდელობას. გარდა ამისა, ხელმოწერილი დოკუმენტით რუსეთის ფედერაცია ამაოდ ცდილობს შენიღბოს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია, რომელსაც შედეგად გამოიღებს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების“ დაგეგმილი გაფორმება.

 

ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და არ წარმოადგენს დამოუკიდებელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს. შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა, დაიდოს მასთან „შეთანხება”, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგებს.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ უკანონო ქმედების გამო. საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაციის მიზნით მიღებული კონსტრუქციული ზომების მიუხედავად, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციულ პოლიტიკას, რაც ეწინააღმდეგება მის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს ზემოხსენებულ ფაქტს და მიიღოს ქმედითი ზომები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის აღსაკვეთად.”    

 

მასალების გადაბეჭდვის წესი