ახალი ამბები

“ჩელსის” ქომაგების რასისტული ქმედების ამსახველი ვიდეო გავრცელდა

18 თებერვალი, 2015 • • 873
“ჩელსის” ქომაგების რასისტული ქმედების ამსახველი ვიდეო გავრცელდა

ვიდეოჩანაწერი გადაღებულია 17 თებერვალს პარიზის ერთ-ერთ მეტროსადგურში. ცოტა ხნით ადრე, სანამ პსჟ-ჩელსის საფეხბურთო მატჩი დაიწყებოდა. “ჩელსის” გულშემატკივრები პარიზში სწორედ ამ მატჩზე დასწრების მიზნით ჩავიდნენ:


“ჩვენ ვართ რასისტები, ჩვენ ვართ რასისტები და ეს მოგვწონს”, – მღერიან ისინი, რის შემდეგაც მატარებელში არ უშვებენ ერთ-ერთ აფროამერიკელს და მას ხელს კრავენ.



გარდიანის ინფორმაციით, პარიზის საგამოძიებო უწყებებმა უკვე დაიწყეს მომხდარის გამოძიება. 

 

 

მომხდარს უკვე გამოეხმაურა ფიფას ბრეზიდენტი ზეპ ბლატერი.


“მე ვგმობ ჩელსის ფანების მცირე ჯგუფის ქმედებებს. ფეხურთში რასიზმისთვის ადგილი არ არის”, – დაწერა ბლატერმა ტვიტერზე.

 

მომხდარი დაგმო საფეხბურთო კლუბ “ჩელსიმაც’. კლუბის განცხადებით, ინციდენტში მონაწილე ფანები შესაძლოა სტადიონზე აღარ დაუშვან.


მასალების გადაბეჭდვის წესი