ახალი ამბები

ლავროვის თქმით, თუ NATO საქართველოს ალიანსში “ჩათრევას” ეცდება, რუსეთი ზომებს მიიღებს

18 თებერვალი, 2015 • • 1075
ლავროვის თქმით, თუ NATO საქართველოს ალიანსში “ჩათრევას” ეცდება, რუსეთი ზომებს მიიღებს

ლავროვის თქმით, ეს პროცესი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას ხელს არ შეუწყობს და, შესაბამისად, რუსეთი მზადაა არ დაუშვას რეგიონზე ნეგატიური ზეგავლენა.

მისი თქმით, აუცილებელია ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად გამყარებული შეთანხმებები, რომ 2008 წლის მოვლენები არ განმეორდეს.

 

“ეს ამოცანა განსაკუთრებით აქტუალურია NATO-ს მიერ თბილისის უწყვეტი ჩათრევის პროცესის ჭრილში.”

 

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აშშ-ის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმიით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მუქარები რუსეთის ფედერაციის მისამართით ვაშინგტონის მორიგი არაკონსტრუქციული ხაზის გაგრძელებაა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი