ხელოვნება

„ალი და ნინო“ ადგილს ავტორთან შეთანხმებით შეიცვლის

18 თებერვალი, 2015 • 2207
„ალი და ნინო“ ადგილს ავტორთან შეთანხმებით შეიცვლის

 

 

 

„ზღვასთან ახლოს არ შეიძლება რაიმეს ჩამოსხმა ან მძიმე კონსტრუქციის განთავსება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე.  ეს ქანდაკებაც  ნებართვის გარეშე დადგეს, რის გამო ყველა ტექნიკური ნორმა დარღვეულია.

 

შარშან წლის ბოლოსკენ სულ შტორმები იყო და ამან ქანდაკებას სულ გამოურეცხა საძირკველი. ამიტომ, მის გადატანაზე მუშაობა დავიწყეთ და კონკრეტულ ადგილს, ავტორთან შეთანხმებით განვიხილავთ. ეს ადგილი არც ავტორს ჰქონდა თავიდან გათვალისწინებული“- აცხადებს, „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ზირაქაშვილი „ბათუმელებთან“  საუბარში.

 

ქანდაკების ადგილმონაცვლეობისთვის  „ბათუმის ბულვარის“  ბიუჯეტში 240 ათასი ლარიცაა გათვალისწინებული, თუმცა,  რა ვადებში მოხდება მისი გადატანა, კონკრეტული დრო დაზუსტებული არ არის.

 

„ვერ ვიტყვი რომ ერთ თვეში მოგვარდება ეს საკითხი, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს“- აცხადებს ზირაქაშვილი. 

 

ქანდაკების შექმნაზე ორი მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი