ახალი ამბები

სააკაშვილი: ეკა ზღულაძე უკრაინაში სუპერვარსკვლავია

17 თებერვალი, 2015 • • 1980
სააკაშვილი: ეკა ზღულაძე უკრაინაში სუპერვარსკვლავია

“გია გეწაძე იუსტიციის სამინისტროში ძალიან საინტერესოდ მუშაობს, მასთან ერთად არის ჯაბა ებანოიძე, რომელმაც საქართველოში ახალი საგადასახადო სისტემა და საჯარო რეესტრი შექმნა. საინტერესო ჯგუფი მუშაობს მერიასთან, სხვათა შორის, გიორგი ვაშაძეც, რომელიც საქართველოში პარლამენტის წევრია. ანტიკორუფციული პაკეტი მთლიანად ჩვენმა სპეციალისტებმა მოამზადეს. პირველივე დღიდან ჩამოიყვანეს ზურა ადეიშვილი, დათო საყვარელიძე, დათო კიზირია, დათო ჩანტლაძე, გიზო უგლავა, ამათ ანტიკორუფციული კანონების მთელი პაკეტი დაწერეს. უკრაინელები მთელს ევროპაში აგროვებდნენ ამ ხალხს, ზოგიერთი მათგანი საქართველოდან წასული იყო და თვითმფრინავები გაუგზავნეს ჩამოსაყვანად. ძალიან ეჩქარებოდათ და ქართველის ჩამოყვანა ძალიან უნდოდათ. დათო საყვარელიძე პროკურატურაში მივიდა და გიზო უგლავაც ალბათ მივა პროკურატურაში. კვიტაშვილი ჯანდაცვაშია, ეკა [ზღულაძე] არის სუპერვარსკვლავი, წარმოუდგენლად პოპულარულია, მან სერიოზულად მოკიდა ხელი პატრულის რეფორმას, მას აქვს საზოგადოების წარმოუდგენელი მხარდაჭერა, ჟურნალისტები ხელზე ატარებენ და ეკა ზღულაძე აქ ბრენდი გახდა. საყვარელიძეს ჩააბარეს უკრაინის პროკურატურის მთლიანად გაწმენდა კორუფციისგან’, – განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი