ახალი ამბები

შსს გლდანში პოლიციელის დაჭრას არ ადასტურებს

17 თებერვალი, 2015 • 1117
შსს გლდანში პოლიციელის დაჭრას არ ადასტურებს

შსს–ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ პოლიციელის დაჭრის ფაქტს არ ადასტურებენ.

 

“ერთმანეთს დაეჯახნენო, ბიჭები არჩევდნენო და მერე პოლიციასთან მოუვიდათო შელაპარაკება. რომ ისროდნენო, მერე პოლიციას წაართვესო იარაღიო”, – თქვა დაცვის თანამშრომელმა  ემზარ ჟღენტმა “რუსთავი 2–ის” ეთერში.

 

 “ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რამდენი ადამიანი არის დაკავებული და მოხდა თუ არა გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, შსს–ში არ უპასუხეს და განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი