ახალი ამბები

საქართველოს ბანკის ავტოსესხით სარგებლობისას მომხმარებელი სესხის გადახდას დაიწყებს მესამე თვიდან

17 თებერვალი, 2015 • 1195
საქართველოს ბანკის ავტოსესხით სარგებლობისას მომხმარებელი სესხის გადახდას დაიწყებს მესამე თვიდან

მსურველებს შეუძლიათ  16 თებერვლიდან, ერთი თვის განმავლობაში, განახლებული პირობებით შეიძინონ Toyota-ს მარკის ახალი ავტომანქანა სალონიდან. Toyota-ს მარკის ავტომანქანების: Corolla, Rav4, Prado, Land Cruiser200  შესაძენად, მომხმარებელს შეუძლია სალონშივე შეავსოს ავტოსესხის განაცხადი მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთით და დაიწყოს სესხის გადახდა მესამე თვიდან.

 

სესხთან ერთად მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა: ავტომანქანის დაზღვევა, ფასდაკლება 1 წლის მანძილზე ყველა სახის საწვავზე Wissol-ის ქსელში, Toyota Centre Tbilisi -ს სალონში 1 წლის განმავლობაში ავტომანქანის რეცხვა და გეგმიური მომსახურება უფასოდ.

 

შეთავაზების პირობების დეტალურად გაცნობა, სესხის კალკულატორით სარგებლობა და მანქანის სპეციფიკაციების ნახვა, შესაძლებელია ვებგვერდზე: www.newauto.ge

ტოიოტა-საქართველოს ბანკი
ტოიოტა-საქართველოს ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი