ახალი ამბები

ანონსი: 17 თებერვალი

16 თებერვალი, 2015 • • 1336
ანონსი: 17 თებერვალი

10:30 თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში იმ ორგანზაციის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც “ქვეყნის გამოსაფხიზლებლად” შექმნა.
მის.: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

 

11:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია პრესკონფერენციას გამართავს
თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში კოალიცია “ერთსულოვნება” და ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ორგანიზაციამ კობაიძის კანდიდატურა ზაქარია ქუცნაშვილის სასარგებლოდ მოხსნა – მიმართვა პრეზიდენტს.

 

11:00 თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობა/მართვის უზრუნველყოფაზე ინტერესთა გამოხატვა

მის: ჟ.შარტავას #7; თბილისის მერია

 

11:00 “პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” და ეკონომიკური პრესის წარმომადგენლები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
თემა: სარეკლამო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები მედიაბიზნესს წაახალისებს”.
მის.: აკ. წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

11:00 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, “ეროვნული ფორუმის” წევრი თემურ მაისურაძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: “ფორუმის” პოზიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, რატომ ატყდა ხმაური ამ თემაზე და რის მიხედვით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება დეპუტატებმა.
მის.: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

11:30 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი საინფორომაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ვირუსული ინფექციები, რომელმაც საკმაოდ დიდ მასშტაბებს მიაღწია.
მის.: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

 

11:30 “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგლა აგულაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.
მის.: აკ. წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

12:00 “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია transparify–ს კვლევის შედეგები – არასამთავრობო ორგანიზაციების რეიტინგი და ქულები დაფინანსების გამჭვირვალობის კუთხით.
მის.: რუსთაველის გამზ. #26

 

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

 

12:00 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

 

12:00 “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.
მის.: ა. წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

 

12:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

12:20 კავკასიის უნივერსიტეტში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ზაქარია ქუცნაშვილს CCSL კავკასიის სამართლის სკოლა უმასპინძლებს.
მის.: ჯიქიას ქ. #10

 

12:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში პროფესიული განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე, დენის დავითაშვილი უზენაესი სასამართლოს კანდიდატთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

13:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N312

 

13:00 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: კლინიკებისთვის შემუშავებული ახალი რეგულაციები, რომელიც ეზოებში არსებული ანტისანიტარიის აღმოფხვრას და მის დასუფთავებას ითვალისწინებს.

13:00 თბილისის საკრებულო პაატა ბურჭულაძეს უმასპინძლებს, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეს, დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
მის.: თავისუფლების მოედანი #2

 

14:00 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის.: ქ. წამებულის გამზ. #16
საკონტაქტო პირები: ლიზა ვადაჭკორია – 577 47 06 88, ანა გიუნტერი – 595 01 33 77

 

14:00 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

 

14:00 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისში გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა და კვლევის ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკა“ პრეზენტაცია. შეხვედრაზე მოხდება ვიდეორგოლის ,,დევნილთა ისტორიების’’ ჩვენება.

 

15:00 საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართება.
მის.: თავისუფლების მოედანი #2

 

15:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და დსთ–ს ქვეყნების რეგიონალური დირექტორის მოადგილესთან, კირსი მადისთან

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახო N637

 

16:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმირი ხუნდაძის შეხვედრა დარგის ექსპერტებთან 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთათვის აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკისათვის სამართლებრივი ბარიერის მოხსნის თაობაზე

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N336

 

17:00 თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მის.: თავისუფლების მოედანი #2

17 თებერვალი
17 თებერვალი

მასალების გადაბეჭდვის წესი