ახალი ამბები

ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

16 თებერვალი, 2015 • • 867
ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ევროკავშირის “შავ სიაში” მოხვდა რუსი მომღერალი და დეპუტატი იოსიფ კობზონიც. რამდენიმე ხნის წინ ის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც სეპარატისტების მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. ამავე სიაშია უკრაინელი სეპარატისტების სახელებიც.

 

,,როიტერის’’ ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი ,,ადეკვატურ’’ პასუხს გასცემს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს. მისი თქმით, დაწესებული სანქციები ეწინააღმდეგება საღ აზრს და უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში შედეგს არ მოიტანს.

 

შეგახსენებთ, რომ მინსკში გაფორმებული შეთანხმებით, რუსეთმა ხელი მოაწერა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 15 თებერვლიდან, რაც ჯერჯერობით არ სრულდება. ამის შემდეგ ევროკავშირმა მორიგი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი