ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში ოპოზიციური პარტიების მიტინგი ჩატარდება

16 თებერვალი, 2015 • 1127
ერევანში ოპოზიციური პარტიების მიტინგი ჩატარდება

15 თებერვალს ერევანში სამი ოპოზიციური პარტიის – “აყვავებული სომხეთის”, “სომხეთის ნაციონალური კონგრესის” და “მემკვიდრეობის” წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა სომხეთში არსებული  შიდაპოლიტიკური მდგომარეობა განიხილეს და 20 თებერვალს ერევანში მიტინგის ჩატარდების გადაწყვეტილება მიიღეს.

 

ოპოზიციური პარტიების აზრით, მიტინგის გამართვა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას უკავშირდება, წერს “ვესტნიკ კავკაზა”.

 

გასულ კვირას სომხეთში მმართველი – რესპუბლიკური პარტიის საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ პარტია  “აყვავებული სომხეთის” ლიდერი გაგიკ წარუკიანი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნისთვის ბოროტებად იქცა. მან წარუკიანი უშიშროების საბჭოს წევრის თანამდებობიდან გაათავისუფლა და პირობა დადო, რომ წარუკიანის მიერ პარლამენტის სხდომების პერიოდულად გაცდენასთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესი დაიწყება.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი