ახალი ამბები

BBC: ეუთოს დამკვირვებლები დებალცევოში არ შეუშვეს

16 თებერვალი, 2015 • 1038
BBC: ეუთოს დამკვირვებლები დებალცევოში არ შეუშვეს

კვირას, 15 თებერვალს ეუთოს დამკვირვებლებს პრორუსმა აჯანყებულებმა დებალცევოში შესვლაზე უარი უთხრეს. სეპარატისტების განცხადებით, ქალაქი ალყაში აქვთ მოქცეული, ამიტომ მათ საკუთრებად უნდა ჩაითვალოს.

 

BBC-ს ცნობით, კვირას უკრაინის სხვა ნაწილებში ცეცხლი მეტწილად შეწყდა, თუმცა გამონაკლისად რჩება სატრანსპორტო კვანძი დებალცევო, სადაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში მწვავე ბრძოლები მიმდინარეობდა. აქ ახლა ბრძოლა ნაკლებად ინტენსიურია, თუმცა დაბომბვა 15 თებერვალსაც გაგარძელდა.

 

“რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ ცეცხლი დებალცევოში, ეს ჩვენი ტერიტორიაა”,– განაცხადა მეამბოხეთა მეთაურმა ედუარდ ბასურინმა.

 

ეუთოს მონიტორების განცხადებით, პირველი 18 საათის განმავლობაში უკრაინაში ცეცხლი შეწყვეტილი იყო რამდენიმე განონაკლისის გარდა. ეს გამონაკლისებია: დებალცევო, რაიჰოროდკა და ლუგანსკი.

 

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი შეეცდებიან, რომ “სრული დაშვება მოიპოვონ, მათ შორის დებალცევოსა და იმ ადგილებზე, სადაც დარღვევები ფიქსირდება”.

 

შეთანხმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ანგელა მერკელმა, ფრანსუა ოლანდმა, პეტრო პოროშენკომ და ვლადიმერ პუტინმა მინსკში 11 თებერვალს მიიღეს. შეთანხმების დოკუმენტის პირველივე პუნქტის თანახმად, ლუგანსკისა და დონეცკის ცალკეულ რაიონებში ცეცხლი 15 თებერვლის 00:00 საათიდან უნდა შეწყვეტილიყო.

 

შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი კონფლიქტის ზონიდან უცხოური შეიარაღებისა და მძიმე სამხედრო ტექნიკის უპირობო გაყვანას ითვალისწინებს. ამ პროცესებზე ეფექტური მონიტორინგი ეუთომ უნდა განახორციელოს.


 

უკრაინაში პრორუსი აჯანყებულების ტანკი დონეცკისკენ მიემართება  15.02.2015  © EPA
უკრაინაში პრორუსი აჯანყებულების ტანკი დონეცკისკენ მიემართება 15.02.2015 © EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი